რიდოლეტი (მც ს.ფ. მანკოცები 640 გ/კგ + მეტალაქსილი 80 გ/კგ)



მოქმედების მექანიზმი:

რიდოლეტი მც წარმოადგენს სისტემური მოქმედების ფუნგიციდს. მასში შემავალი უნიკალური მოქმედი ნივთიერებების კომბინაცია განაპირობებს რიდოლეტ მც-ს მაღალ ეფექტურობას და უზრუნველყოფს მცენარის საიმედო დაცვას რთულ კლიმატურ პირობებშიც კი. რიდოლეტ მც-ში შემავალი მეტალაქსილი სწრაფად აღწევს მცენარის ქსოვილში და ახშობს მასში შეღწეული სოკოს მიცელიუმის განვითარებას. მანკოცები კი ფოთლის ზედაპირზე წარმოქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც საშუალებას არ აძლევს პათოგენს შეაღწიოს მცენარის ქსოვილში.

პრეპარატის დახასიათება:

  •  რიდოლეტ მც-ს გააჩნია მკვეთრად გამოკვეთილი სისტემური მოქმედება;
  •  ახასიათებს ტრანსლამინარული მოქმედება, რაც განაპირობებს მის მაღალ ეფექტურობას;
  •  ახასიათებს სწრაფი აბსორბცია (2 საათი) და ხანგრძლივი მოქმედება - 14 დღე;
  •  რიდოლეტ მც თავსებადია მრავალ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან, რაც იძლევა მის ნაზავებში გამოყენების საშუალებას;
  •  ახასიათებს გამოყენების ფართო სპექტრი: ვაზი, კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, ბახჩეული, ხახვი და სხვა.

გახსოვდეთ, რომ მიუხედავად მისი სისტემური ბუნებისა, დაავადების უკეთესი კონტროლისათვის რიდოლეტ მც გამოყენებულ უნდა იქნას პროფილაქტიკურად, მანამ, სანამ დაავადების სიმპტომები გახდება ვიზუალურად ხილული. რეზისტენტობის თავიდან აცილების მიზნით არ არის რეკომენდირებული რიდოლეტ მც-ს გამოყენება ერთსა და იმავე ნაკვეთში სეზონის განმავლობაში 4-ზე მეტ ჯერ. რეკომენდირებულია მისი მონაცვლეობა სხვა ჯგუფის განსხვავებული მოქმედების მექანიზმის მქონე ფუნგიციდებთან.

კულტურა დაავადება გამოყენების დრო და მეთოდი ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაზი ჭრაქი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2,5 20 (4)
კარტოფილი ფიტოფტოროზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2,5 20 (3)
პომიდორი ფიტოფტოროზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2,5 10 (4)
კიტრი პერენოსპოროზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2,5 3 (3)
ხახვი ჭრაქი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2,5 20 (3)