სპრინტერი (700 წდგრ დითიანონი 700გ/კგ)




მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატის დამუშავების შემდეგ მცენარეზე ჩნდება წვიმაგამძლე დამცავი ფენა, რომელიც ეფექტუირად თრგუნავს სპორების ზრდასა და პათოგენების სპორულაციას. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება დითიანონი უზრუნველყოფს ხანგრძლივ სტაბილურ ფუნგიციდურ მოქმედებას წვიმიან ამინდებში და დაბალი ტემპერატურების დროს, რა თვისებებიც მეტად მნიშვნელოვანია ვეგეტაციის დაწყების პერიოდში.

ვაშლი: ვაშლის ქეცის წინააღმდეგ პრეპარატი გამოიყენება სისტემურ ფუნგიციდებთან კომპლექსში. გამოყენების საუკეთესო პერიოდად ითვლება შესხურება ყვავილობამდე და ყვავილობის მერე, რადგანაც ამ დროს ხდება ძირითადად მცენარის ინფიცირება სოკოვანი დაავადებით. რეგულარული წამლობები 8-10 დღიანი ინტერვალით გვიჩვენებენ სტაბილურ, მაღალ ეფექტურობას. პრეპარატის მოქმედების ეფექტი ვლინდება დამუშავებიდან 48 სთ-ის შემდეგ.

ატამი: შესხურება ხდება მასიური ფოთოლწარმოქმნის პერიოდში, დაავადების პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე.

ვაზი: პრეპარატი გამოიყენება სისტემურ ფუნგიციდებთან კომპლექსში. შესხურების ჯერადობა და ინტერვალი დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებზე. დაავადების ძლიერი ფონისა და რთული მტეოროლოგიური პირობების დროს პრეპარატის დამცავი მოქმედების ხანგრძლივობა მცირდება 3-4 დღით.

პრეპარატის უპირატესობები: მაღალი და სტაბილური ეფექტურობა; კარგი მიმწებებლობა და ჩამორეცხვაზე მდგრადობა პრეპარატის წვიმიან ამინდში გამოყენების საშუალებას იძლევა; მეორადი გადანაწილების მაღალი წილი - ფოთლის ნაზარდის დაცვა; მრავალჯერადი გამოყენების დროსაც არ ახდენს გავლენას მცენარეზე (არაფიტოტოქსიკურია); არ აღწევს კანიდან ნაყოფში; მოქმედი ნივთიერება - დითიანონი - ზემოქმედებს სოკოს რამოდენიმე ფერმენტზე, რის შედეგადაც პრაქტიკულად გამორიცხულია რეზისტენტობის განვითარება; პრაქტიკულად უსაფრთხოა სასარგებლო მწერებისა და ფუტკრისათვის; პრეპარატი კარგ ეფექტურობას ავლენს ვაზში წითელასა და შავი ლაქიანობის განვითარების აღკვეთაში; კარგ შედეგს იძლევა ნაყოფის სეტყვით დაზიანების შემდგომ გამოყენებისას.

 

 

კულტურა დაავადება გამოყენების დრო და მეთოდი ხარჯვის ნორმა
(კგ/ჰა)

ლოდინის პერიოდი
(გამოყენების ჯერადობა)

ვაშლი,მსხალი ქეცი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.5-0.7 20(5)
ვაზი ჭრაქი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.5-0.7 30(6)
ატამი, გარგარი ხუჭუჭა,კლასტეროსპოროზი, ქეცი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.5-0.7 15(3)